ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სიმპოზიუმი ფიზიკოსთათვის

განცხადებები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის ცენტრი (ICTP), აზიისა და წყნარი ოკეანიის თეორიული ფიზიკის ცენტრი (APCTP) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (INFN) აცხადებენ განაცხადების მიღებას საერთაშორისო სიმპოზიუმში ”D-BRANE INSTANTONS, WALL CROSSING and MICROSTATE COUNTING” მონაწილეობის მისაღებად.

სიმპოზიუმი გაიმართება 2010 წლის 15 - 21 ნოემბერს.

ჩატარების ადგილი: იტალია, ტრიესტე, მირამარე.

სემინარებზე განსახილველი თემებია:

-    D-Brane Instantons

-    Wall Crossing

-    Entropy Enigmas

-    Precision counting

-    Black Holes and Attractors

-    Black Holes in AdS

ლექციებს ჩატარებენ:

R. BLUMENHAGEN (მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტი, გერმანია)

A. DABHOLKAR (თეორიული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების ლაბორატორია (LPTHE), საფრანგეთი და ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტი (TIFR), ინდოეთი)

F. LARSEN (მიჩიგანის უნივერსიტეტი)

S. MINWALLA (ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტი (TIFR), ინდოეთი)

J.F. MORALES MORERA (იტალიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (INFN)

B. PIOLINE (თეორიული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების ლაბორატორია (LPTHE), საფრანგეთი)

სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და სტუდენტებს გაეროს წევრი ქვეყნებიდან. სემინარები გაიმართება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციის გადასახადი არ არის.
მგზავრობისა და განთავსების ხარჯები უნდა დაფაროს სიმპოზიუმის მონაწილე მხარემ, თუმცა აბდუს სალამის ცენტრი ხარჯებს აუნაზღაურებს განვითარებადი ქვეყნების რამოდენიმე წარმომადგენელს, რომელთა ასაკი არ აღემატება 45 წელს და რომლებიც დაესწრებიან სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას.

მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://cdsagenda5.ictp.trieste.it/full_display.php?ida=a09223.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები