ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

შეხვედრა ნატოს საინფორმაციო ცენტრის მთავარ სპეციალისტთან

20 მაისს, ავსტრიული ბიბლიოთეკაში სტუდენტ იურისტთა კლუბის S.L.C-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტუდენტების შეხვედრა "ნატოს საინფორმაციო ცენტრი"-ს მთავარ სპეციალისტ ხათუნა ბურკაძესთან თემაზე: „ნატო და საქართველო". შეხვედრას ჰქონდა სასემინარო ხასიათი და მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას ალიანსთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტირია და სამომავლო პერსპექტივები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს სემინარი საინტერესო იყო და მათ ბევრი ახალი გაიგეს ალიანსის შესახებ. ღონისძიების დასასრულს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა ლიტერატურა ნატო-ს შესახებ .

ბანერები