ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

შედარებითი ლიტერატურის პირველი სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შედარებითი ლიტერატურის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში: „ლიტერატურა და კულტურა: ინტერტექსტუალური და ინტერკულტურული დიალოგები/ პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის 29, 30 აპრილს, 1 მაისს.

კონფერენციის პლენარული მომხსენებელია შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე, ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი მანფრედ შმელინგი. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა-დისკუსია „კომპარატივისტიკა - გამოცდილება და პერსპექტივები“. მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია. მიიღება ინტერკულტურული / ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 14 აპრილამდე დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი და გამოგზავნოთ განაცხადი: მოხსენების თეზისები  - 200 სიტყვა, 5 საკვანძო სიტყვის, კვლევის თემატური არეალების მითითებით; მონაცემები: სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, დასაქმების ადგილი და საკონტატო ინფორმაცია.

კონფერენციის ფარგლებში ტარდება დოქტორანტთა სესია.

დოქტორანტებს ვთხოვთ, განაცხადთან ერთად წარმოადგინონ სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.

გთხოვთ, განაცხადი ელექტრონული სახით გამოგზავნოთ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge. შესარჩვევი კომისიის გადაწყვეტილება გეცნობებათ  16 აპრილამდე.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული. მოხსენებლებს, რომლებიც ქართულად წაიკითხავენ მოხსენებას, ვთხოვთ, 26 აპრილამდე გამოგზავნონ ვრცელი (ორგვერდიანი) ინგლისურენოვანი რეზიუმე. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ფონდი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ექსი-მარსელის უნივერსიტეტი, საფრანგეთი. კონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. ათ. მამაცაშვილი, პროფ. ბ. წიფურია.

ბანერები