ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

შედარებითი ლიტერატურის მე-4 კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი

ევროკავშირის პროგრამა ”ტემპუსის” მიერ დაფინანსებულ პროექტთან "სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" თანამშრომლობით

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შედარებითი ლიტერატურის მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში: „იდენტობათა ტრანსფორმირება: კულტურული იდენტობები და თანამედროვე ევროპა“. კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 24-26ივნისს. კონფერენციის პლენარული მომხსენებლები: დევიდ აიერსი, კენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ავანგარდისა და მოდერნიზმის საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე,  დიდი ბრიტანეთი; მონიკ კასტილიო, პარიზი XII უნივერსიტეტის პროფესორი, საფრანგეთი. მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია. მიიღება ინტერკულტურული / ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები.

კონფერენციის თემატური სესიების თემებია:
იდეტობები და მათი ტრანსფორმირება;
კულტურული იდენტობა და პოლიტიკა;
ლიტერატურის/კულტურის როლი იდენტობის ფორმირებაში;
თანამედროვე ევროპა და ევროპული იდენტობა;
თანამედროვეობა და იდენტობა აღმოსავლეთ ევროპაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 15 მაისამდე გამოგზავნოთ განაცხადი: აბსტრაქტი - სათურის და კვლევის თემატური არეალის მითითებით, 200 სიტყვა; მონაცემები - სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, დასაქმების ადგილი, მისამართი და ტელეფონი.
დოქტორანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის თანხლებით.

გთხოვთ, განაცხადი ელექტრონული სახით გამოგზავნოთ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge
შესარჩვევი კომისიის გადაწყვეტილება გეცნობებათ  20 მაისამდე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული  და ინგლისური. თემატური სესიები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ბანერები