ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

შედარებითი ლიტერატურის კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად შედარებითი ლიტერატურის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში: „ლიტერატურა და კულტურა: მოდერნიზმი/ავანგარდიზმი - მემკვიდრეობა და დღევანდელობა; პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“.

კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 26-28 აპრილს.

კონფერენციის პლენარული მომხსენებელია ბრისტოლის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, ჰაბილ. დოქტორი გიუნთერ ბერგჰაუსი.

მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია. მიიღება ინტერკულტურული / ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები, მათ შორის - საქართველოსა თუ მსოფლიოში მოდერნიზმის, ავანგარდიზმის, პოსტმოდერნიზმის, პოსტკოლონიალიზმის თემებზე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები: ”მოდერმიზმი/ავანგარდიზმი - მემკვიდრეობა და დღევანდელობა”; ”პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიური რეალობა“.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლითეკაში და გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სეხელმწიფო მუზეუმში გაიმართება საქართველოში მოდერნიზმის/ავანგარდიზმის პერიოდთან დაკავშირებული მასალების გამოფენა.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 25 თებერვლამდე გამოგზავნოთ განაცხადი: მოხსენების თეზისები - 200 სიტყვა, 5 საკვანძო სიტყვის, კვლევის თემატური არეალების მითითებით; მონაცემები: სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, დასაქმების ადგილი და საკონტატო ინფორმაცია.

დოქტორანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის თანხლებით.

გთხოვთ, განაცხადი ელექტრონული სახით გამოგზავნოთ მისამართზე: complit@iliauni.edu.ge.


შესარჩვევი კომისიის გადაწყვეტილება გეცნობებათ 1 მარტამდე.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. თემატური სესია ”მოდერნიზმი/ავანგარდიზმი - მემკვიდრეობა და დღევანდელობა” ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მოხსენებლებს, რომლებიც ქართულად წაიკითხავენ მოხსენებას, ვთხოვთ, 24 აპრილამდე გამოგზავნონ ვრცელი (ორგვერდიანი) ინგლისურენოვანი რეზიუმე.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

ბანერები