ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

2016 წლის 21-23 ოქტომბერს, ქლაქ ბათუმში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციის თემაა: ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა
მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებითაც:
ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა, კულტურის სემიოტიკა, სემიოტიკის ისტორია და თეორია და სხვა...

მონაწილეობის პირობები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და რეზიუმესთან (არაუმეტეს ერთი გვერდისა, A4 ფორმატი, შრიფტი - Sylfaen; ზომა - 11) ერთად გადმოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge

განაცხადის ბოლო ვადაა: 2016 წლის 20 მაისი

შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ რეზიუმეს გამოგზავნიდან 10 დღის ვადაში. კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მე-16 ნომერში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: semiotics@iliauni.edu.ge
Facebook-გვერდი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები