ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემიოტიკის მე-4 სამეცნიერო კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სემიოტიკის კვლევითი ცენტრი და ჟურნალი”სემიოტიკა” გიწვევთ სემიოტიკის მე-4 სამეცნიერო კონფერენციაზე. ოქტომბერი.19-20, 2013 წელი
თბილისი_ მცხეთა. კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ზურაბ კიკნაძის 80 წლის იუბილეს თემა:სივრცის სემიოტიკური პერსპექტივები (სივრცის სემიოტიკა).

მოხსენებები მიიღება აგრეთვე:
ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა, კულტურის სემიოტიკა, სემიოტიკის ისტორიისა დს თეორიის საკითხებზე

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ ენაზე არაუმეტეს ერთი გვერდისა(A4 ფორმატი,შრიფტი- LitNusx; ზომა - 12) 2013 წლის 10 ოქტომბრამდე; შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ 12 ოქტომბერს; შერჩეული მოხსენებების ავტორებმა კონფერენციის დღისთვის უნდა წარმოადგინონ სტატიის დასაბეჭდი ვარიანტის ელ.ვერსია.
კონფერენციის შემდეგ შერჩეული საკონფერენციო მასალები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” მე-13 ნომერში.
კონფერენცია 19 ოქტომბერს გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 20 ოქტომბერს გაგრძელდება მცხეთაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე:
semiotics@iliauni.edu.ge

ბანერები