ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემინარი სოციალურ მეცნიერებებსა და ისტორიაში კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) (7-21 ნოემბერი, 2009)

კალიფორნიის უნივერსიტეტის სტიპენდია სამხრეთ კავკასიის მეცნიერთათვის ინოვაციური სწავლების შესწავლისა და კვლევის ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის.

სასურველი კანდიდატები:კანდიდატის ან უფრო მაღალი ხარისხის მფლობელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები.

მგზავრობის, სასტუმროსა და საკვების ხარჯებს დაფარავს სლავური, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული სწავლების ინსტიტუტი. ინსტიტუტი დამატებით თითოეულ კანდიდატს აუნაზღაურებს 600$-მდე სასწავლო მატერიალის ყიდვის, გადაქსეროქსებისა და გადაგზავნისას დახარჯულ თანხას.

სემინარის ენა - ინგლისურისავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, რათა კანდიდატმა დამოუკიდებლად შეძლოს კვლევის ჩატარება და დებატებში მონაწილეობის მიღება.

საჭირო დოკუმენტები:• სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს)• კვლევის ნიმუში (არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს)• CV

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის ფორმა უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: applications@crrccenters.org

საჭირო დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 11 სექტემბერი.

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე: http://iseees.berkeley.edu/node/44

ან მიმართოთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5,ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები