ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემინარი გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის

თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის მოწვევით 2009 წ. 29 მაისს ჩვენს უნივერსიტეტს ესტუმრება გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ინგრიდ გელი.

- 31 მაისს, 11.00 -17.00 სთ. ქ-ნი გელი ჩაატარებს ერთდღიან სემინარს გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის. სემინარის თემაა:

"Neue Methoden des Lietaraturunterrichts (Beispiele aus der zeitgenössischen österreichischen Literatur). Kreatives Schreiben im Literaturunterricht."

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

მსურველებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ ტელ.: 105913 ან 225085, ელ. ფოსტა mzia.galdavadze@gmail.com , არაუგვიანეს 25 მაისისა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

- სტუდენტებისა და გერმანული ენის მასწავლებლებისათვის პროფ. გელი წაიკითხავს ორ მოხსენებას:

3 ივნისს, 16.30 სთ.: "Ein Überblick über die österreichische Literatur der Gegenwart"

4 ივნისს 16.00 სთ.: "Daniel Kehlmann: Die Vermessung der Welt. Neue Möglichkeiten und Grenzen des biographischen Romans".

ღონისძიებები გაიმართება ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5). დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები