ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სემინარი გერმანული ენის მასწავლებლებისათვის

განცხადებები

ავსტრიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის „ავსტრიული დღეები თბილისში“ ფარგლებში 2012 წლის 6-8 ივნისს ილიაუნიში ჩატარდება სამდღიანი სემინარი გერმანული ენის მასწავლებლებისათვის (პროგრამა იხ. ბმულში).

ძირითადი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან სემინარის სრულ კურსს, გადაეცემათ ავსტრიის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სერტიფიკატები. მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ ავსტრიული კულტურის ცენტრს 29 მაისამდე (ტელ.: 210 5913 ან ელ.ფოსტით:mzia.galdavadze@ilaiuni.edu.ge).

ცალკეულ ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სტუდენტებს,  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

გთხოვთ მობრძანდეთ!

მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკა, H-104.

ბანერები