ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ÖSD - საერთაშორისო გამოცდები გერმანულ ენაში

განცხადებები

2012 წლის 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ცენტრთან არსებული ÖSD- საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი ატარებს მორიგ საერთაშორისო გამოცდებს გერმანულ ენაში ქვემოთ მითითებული ენობრივი დონეების მიხედვით.

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ავსტრიული კულტურის ცენტრში (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, H-104) 29  თებერვლის 18 საათამდე.

გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს.

საგამოცდო გადასახადი განსხვავებულია გარე და შიდა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები) მონაწილეებისათვის (იხ. ქვემოთ მითითებული ტარიფები).

დამატებითი ინფორმაციებისათვის დარეკეთ ტელ.: 2105913 ან მოგვწერეთ mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge
 
2012 წ. საგამოცდო გადასახადი გარე/ექსტერნი მონაწილეებისათვის:

ÖSD A1 საბაზისო  დონე 1:
(14 წლიდან) 36 ევრო
ÖSD A2 საბაზისო  დონე 2: (14 წლიდან) 36 ევრო
ÖSD B1 სერთიფიკატი: (16 წლიდან) 70 ევრო
ÖSD B2 საშუალო დონე: (16 წლიდან) 80 ევრო
ÖSD C1 მაღალი დონე: (16 წლიდან) 90 ევრო
ÖSD C2 ეკონომიკური გერმანული:            
(16 წლიდან)                       
100 ევრო                     

 
2012 წ. საგამოცდო გადასახადი შიდა/ინტერნი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები) მონაწილეებისათვის:

ÖSD A1 საბაზისო  დონე 1: 36  ევრო
ÖSD A2 საბაზისო  დონე 2:
36 ევრო
ÖSD B1 სერთიფიკატი:
40 ევრო
ÖSD B2 საშუალო დონე:
50 ევრო
ÖSD C1 მაღალი დონე: 
56  ევრო
ÖSD C2 ეკონომიკური გერმანული:                              
66 ევრო                                  
ბანერები