ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ÖSD-ს საერთაშორისო გამოცდები

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ატარებს მორიგ გამოცდებს ÖSD-ს საერთაშორისო დიპლომის მოსაპოვებლად.

წერითი გამოცდები ჩატარდება 2013 წლის 23-24 ნოემბერს 10.00 სთ-დან. ჯგუფების განრიგი დაზუსტდება რეგისტრაციის დასრულებისთანავე,  პარასკევს, 28 ოქტომბერს.

ზეპირი გამოცდები ჩატარდება 25-29 ნოემბერს. განრიგი დაზუსტდება წერითი გამოცდების დასრულების შემდგომ.

საგამოცდო გადასახადი განსხვავებულია ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები და თანამშროლები) და ექსტერნი მონაწილეებისათვის.

საგამოცდო ტარიფები ენობრივი საფეხურების მიხედვით:

1.  საგამოცდო გადასახადი   ექსტერნი კანდიდატებისათვის:

 ÖSD A1 საბაზისო  დონე 1:36 ევრო

ÖSD A2 საბაზისო  დონე 2:36 ევრო

ÖSD B1 სერთიფიკატი:70 ევრო

ÖSD B2 საშუალო დონე:80 ევრო

ÖSD C1 მაღალი დონე:90 ევრო

ÖSD C2 ეკონომიკური გერმანული:  100 ევრო

2. საგამოცდო გადასახადი ინტერნი კანდიდატებისათვის:

ÖSD A1 საბაზისო  დონე 1:36  ევრო

ÖSD A2 საბაზისო  დონე 2:36 ევრო

ÖSD B1 სერთიფიკატი: 40 ევრო

ÖSD B2 საშუალო დონე: 50 ევრო

ÖSD C1 მაღალი დონე:56  ევრო

ÖSD C2 ეკონომიკური გერმანული: 66 ევრო

რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 2013 წ.  28 ოქტომბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს ფეისბუკის  (https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi) ან ელ.-ფოსტის (mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge) საშუალებით ან პირადად (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H-103, ორშ.-პარ. 10.00-18.00 სთ). ტელ.: 2105913

გერმანიაში სამუშაო ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!


ÖSD A1 დიპლომი შეტანილია სავიზო მოთხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატთა ნუსხაში.

იხილეთ დოკუმენტი>>>

ბანერები