ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ÖSD - მოსამზადებელი კურსები

განცხადებები

ÖSD (გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი)-მოსამზადებელი კურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი აცხადებს მოსამზადებელ კურსებს ÖSD-დიპლომის მოპოვების მსურველთათვის (A1,A2, B1, B2, C1, C2).კურსის მონაწილეს საშუალება ექნება მოსამზადებელი კურსის დასრულებისთანავე ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდა, რომელიც გაიმართება 2013 წლის 6-7აპრილს.
1)  პირველი კურსი ერთთვიანია: მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ (180-180 წთ).
გადასახადი:
ა) ინტერნებისათვის (ილიაუნის სტუდენტები და თანამშრომლები) -160  ლარი
ბ) ექსტერნებისათვის - 188 ლარი.
2)  მეორე კურსი ერთთვიანია: მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ (90-90 წთ).
გადასახადი:
ა) ინტერნებისათვის (ილიაუნის სტუდენტები და თანამშრომლები) -80 ლარი
ბ) ექსტერნებისათვის - 94 ლარი.
მეცადინეობა დაიწყება  4 მარტს. მეცადინეობის დღე და საათი შეთანხმდება კურსის მონაწილეთა საერთო სურვილის გათვალისწინებით.რეგისტრაცია:18-25 თებერვლამდე. ყურადღება, ჩვენთან სიახლეა !!! თბილისში გერმანიის საელჩომ  ვიზის მისაღებად წარსადგენ  ენის სერთიფიკატთა ჩამონათვალში უკვე შეიტანა ილიაუნის ÖSD- დიპლომიც.
დაინტერესებულებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ ტელ.: 2 10 59 13, მობ.:
577103104, ფეისბუქზე: http://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi ან მობრძანდნენ ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H-103 ორშ.-პარ.:10.00-18.00 სთ.

ბანერები