ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ÖSD-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა გერმანულ ენაში

განცხადებები

ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გთავაზობთ ÖSD-ს მორიგ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს გერმანულ ენაში A1, A2, B1, B2 და C1 ენობრივ დონეებზე.

თარიღი:
წერითი გამოცდა ცალკეული ჯგუფების მიხედვით ჩატარდება 28-29 ნოემბერს, ზეპირი გამოცდა - 4-5 დეკემბერს. გამოცდები ჩატარდება ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (მის.: გ. წერეთლის ქ. №3, S 507 ოთახი).
გამოცდის გადასახადი განსხვავებულია დონეების მიხედვით, ასევე, გათვალისწინებულია შეღავათები ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები და თანამშრომლები) კანდიდატებისთვის.

საფასური:
ექსტერნი კანდიდატებისათვის
A1 საბაზისო დონე: 50 ევრო
A2 საბაზისო დონე: 50 ევრო
B1 სერტიფიკატი: 70 ევრო
B2 საშუალო დონე: 80 ევრო
C1 მაღალი დონე: 90 ევრო

ინტერნი კანდიდატებისათვის
A1 საბაზისო დონე: 40 ევრო
A2 საბაზისო დონე: 40 ევრო
B1 სერტიფიკატი: 50 ევრო
B2 საშუალო დონე: 60 ევრო
C1 მაღალი დონე: 70 ევრო

თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული სავალუტო კურსის შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 302007700
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22

რეგისტრაცია:
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს ფეისბუკის (https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi) ან ელფოსტის (mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge) საშუალებით ან მისამართზე: გიორგი წერეთლის ქ.№ 3, S-505, ტელ.: 2105913.
რეგისტრაცია გაგრძელდება 19-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 11:00-დან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეგისტრაციო ანკეტის შევსება, ასევე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ავსტრიასა და გერმანიაში სამუშაო ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!
ÖSD A1 დიპლომი შეტანილია სავიზო მოთხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატთა ნუსხაში.
(http://www.tiflis.diplo.de/…/DD_Merkblatt_Familienzusamenfh)

ბანერები