ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ÖSD-ის საერთაშორისო გამოცდები

განცხადებები

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ატარებს გამოცდებს გერმანულ ენაში ÖSD-ის საერთაშორისო დიპლომის მოსაპოვებლად. წერითი გამოცდები ჩატარდება 2015 წლის 25-26 აპრილს. ჯგუფების განრიგი დაზუსტდება რეგისტრაციის დასრულებისთანავე, 24 მარტს. ზეპირი გამოცდები ჩატარდება 27-30 აპრილს. ჯგუფების განრიგი დაზუსტდება წერითი გამოცდების დასრულების შემდგომ.

საგამოცდო გადასახადი განსხვავებულია ინტერნი (ილიაუნის სტუდენტები და თანამშრომლები) და ექსტერნი მონაწილეებისათვის.

 საგამოცდო ტარიფები ენობრივი საფეხურების მიხედვით:

ენობრივი საფეხური  ინტერნი კანდიდატებისათვის   ექსტერნი კანდიდატებისათვის
ÖSDA1 საბაზისო დონე 1          40 ევრო  50 ევრო
ÖSDA2 საბაზისო დონე 2  40 ევრო  50 ევრო
ÖSDB1 სერიფიკატი  50 ევრო  70 ევრო
ÖSDB2 საშუალო დონე  60 ევრო  80 ევრო
ÖSDC1 მაღალი დონე  70 ევრო  90 ევრო


გამოცდის საფასური ირიცხება ილიაუნის საბანკო ანგარიშზე და გადახდა წარმოებს ლარში, ჩარიცხვის დღეს არსებული კურსით.

რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 2015 წლის 24 მარტს.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს ფეისბუკის  ან ელფოსტის (mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge) მეშვეობით ან პირადად (მისამართი: გიორგი წერეთლის ქ. 3, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპური, 505-ე ოთახი, ორშ.-პარ. 10:00-18:00 სთ. ტელ.: 2105913) და წარმოადგინონ გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

გერმანიაში სამუშაოდ ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთა საყურადღებოდ!
ÖSD A1 დიპლომი შეტანილია გერმანიის საელჩოს სავიზო მოთხოვნებით გათვალისწინებულ ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატთა ნუსხაში.

ბანერები