ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლის შესარჩევი კონკურსი

განცხადებები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან ერთად იწვევს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლა
29 ივლისი-6 აგვისტო, ბათუმი

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:

საკონსტიტუციო კონტროლის კონცეფცია; გამოხატვის თავისუფლება; გაერთიანების, შეკრების და მანიფესტაციის უფლება; პოლიტიკური გამოხატვა; მაუწყებლობის და ინტერენტის რეგულირება.

ტრენინგის ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილენი გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. საზაფხულო სკოლის ლექციებს და სემინარებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ლექტორები.

სავალდებულო მოთხოვნები:

** დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე.
** თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებს, კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ექნებათ საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV (ფოტოსურათით) და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვა) არაუგვიანეს 31 მაისის 18.00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე summerschool@iliauni.edu.ge და const@constcourt.ge

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენასა და სამართალში. საზაფხულო სკოლის სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი
ჭავჭავაძის გამზ. 32
ტელ: +9955 (77) 553391; (032) 2221637
ელ.ფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველო, 6010 ბათუმი
მ. აბაშიძის ქ. 16/18,
სასამართლოს აპარატის შენობა
ტელ: +9955 (95)220-121
ელ. ფოსტა: const@constcourt.ge
საკონტაქტო პირი: დემურ კეზევაძე

ბანერები