ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა: საქართველო და ინტეგრაცია დასავლეთში - მიღწევები და შეფერხებები

2009 წლის 21 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა (კკსპ) აწყობს საზაფხულო სკოლას თემაზე:

 

 

საქართველო და ინტეგრაცია დასავლეთში - მიღწევები და შეფერხებები

 

საზაფხულო სკოლა ეხება გერმანიის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სემინარი თემაზე - პოლიტიკა და სამართალი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სემინარს გაუძღვებიან კავკასიის კვლევის ცნობილი ექსპერტები დოქ. უვე ჰალბახი ( ფონდი მეცნიერება და პოლიტიკა, ბერლინი) და პროფ. დოქ. ოტო ლუხთერჰანდტი, (ჰამბურგის უნივერსიტეტი). დაგეგმილია ასევევ ქართველი და უცხოელი რეფერენტების მოხსენებები. ქართველი რეფერენტები წარმოდგენილნი იქნებიან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე პოლიტიკის სფეროდან.
დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ (გერმანულ ენაზე)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2009 წლის 12 ივნისი

სტიპენდია GoEast გერმანელი სტუდენტებისთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური 2009 წელს აფინანსებს 20 გერმანელ სტუდენტს ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან. სტიპენდია მოიცავს მგზავრობის თანხას, კურსის ღირებულებას, ასევე საქართველოში ყოფნისა და ცხოვრების ხარჯების ნაწილს. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: http://goeast.daad.de/content/aktuelles/sonderausschreibungen_index
განაცხადის მიღების ბოლო ვადა DAAD -ს სტიპენდიაზე: 2009 წლის 19 ივნისი

ბანერები