ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა ქართველი სტუდენტებისთვის

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს ქართველ სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „სამხრეთ კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა უკვე მეხუთე წელია იმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით, პროგრამის „GoEast“ ფარგლებში.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა ორი კვირა (06.09.2013-20.09.2013), იგი მოიცავს სემინარებსა და მოხსენებებს, რომლებიც ჩატარდება თბილისსა და აბასთუმანში. სემინარებს გაუძღვებიან დოქტორი უვე ჰალბახი (მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი, ბერლინი) და დოქტორი ფლორიან მიულფრიდი (ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, იენა)

პროექტში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ გერმანულ ენას (მინიმალური ენობრივი კომპეტენცია: B1), რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება სასემინარო დისკუსიებში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.

ბანერები