ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა კულტურის მენეჯერებისთვის

განცხადებები

2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ პოლონურ საერთაშორისო ფონდ ”პოგრანიჩნასთან” ერთად დააფუძნა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა კულტურის მენეჯერებისთვის. პროექტში მონაწილეობს: ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საზაფხულო სკოლაში სპეციალურ კურსებს წაიკითხავენ: ჟან პერ დარუ (ევროპის კულტურის მენეჯმენტის დიპლომის პროგრამის დირექტორი, ბრიუსელი), კრის ბოლდვილი (ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტი) და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები - ლევან ხეთაგური და იური მღებრიშვილი.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 32 მსმენელი პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. საქრთველოდან შეირჩა 8 მონაწილე, მათ შორის: 3 დოქტორანტი და 3 მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე, მონაწილეები ფოთიდან და ქუთაისიდან. სტუდენტები პოლონეთში (სრული დაფინანსებით) 3 ივლისს გაემგზავრებიან.

ბანერები