ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა აუტიზმი და ქცევის გამოყენებითი ანალიზი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა „აუტიზმი და ქცევის გამოყენებითი ანალიზი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

აუტიზმი და ქცევის გამოყენებითი ანალიზი

20-25 სექტემბერი, თბილისი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში „აუტიზმი და ქცევის გამოყენებითი ანალიზი“. სკოლა ჩატარდება 20 – 25 სექტემბერს ქ.თბილისში.

საზაფხულო სკოლა ტარდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

მიზანი

მომავალი სპეციალისტებისთვის აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირების თანამედროვე პრინციპების, კრიტერიუმების და ქცევის გამოყენებითი ანალიზის, როგორც აღნიშნული მდგომარეობის მართვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელის გაცნობა.

ლექტორები

• თინათინ ჭინჭარაული - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის დირექტორი

• ნატა მეფარიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

• ამანდა ნიკოლსონ ადამსი  - პროფესორი, კალიფორნიის აუტიზმის ცენტრის თანადამფუძნებელი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევითი ანალიტიკოსი

• ეიტან ელდარი - დოქტორი, ისრაელის კიბუციმის კოლეჯის ქცევის გამოყენებითი

ანალიზის პროგრამის ხელმზღვანელი, საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევითი ანალიტიკოსი.

სკოლის ფორმატი

ლექციები ჩატარდება ინტერაქტიულ რეჟიმში. მეთოდოლოგიის სახით გამოყენებული იქნება პრაქტიკული სამუშაოები და მრავალფეროვანი მედია-მასალა.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოსა და მედიცინის მიმართულების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით, კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე.

საბუთები

სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით უნდა:

• შეავსოთ მარტივი ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა

•გადმოგზავნოთ ბიოგრაფია (CV) და პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი მეილზე: autism.aba@iliauni.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 12 სექტემბერი.

შერჩეული კანდიდატების ინფორმირება მოხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

•  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა შერჩეული კანდიდატებისთვის
•  რეგიონიდან სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და სასტუმროთი
სწავლების ენა: ქართული
• მონაწილეთა რაოდენობა: 45
• სკოლის ხანგრძლივობა: 6 დღე
• რეგისტრაციისა და საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
• ჩატარების დრო: 20 სექტემბერი - 25 სექტემბერი, 2014
• დრო: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ საღინაძე
tamar.saghinadze.1@iliauni.edu.ge
555 293 315
www.iliauni.edu.ge

ბანერები