ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა

                           კონფლიქტი და ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
             სახელმწიფო მშენებლობა ეროვნული იდენტურობა და ევროპიზაცია
                                          (2009 წლის 6-10 ოქტომბერი)

საზაფხულო სკოლას ორგანიზებას უწევს პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი და Duisburg-Essen-ის უნივერსიტეტის მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტი, ასევე ‘'Heinrich Boll Foundation''-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი. კონფერენციის მხარდამჭერია გერმანული აკადემიური გაცვლითი პროგრამების სამსახური (DAAD).

საზაფხულო სკოლა ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა და მომავალ მეცნიერებზე, რომლებსაც შეეძლებათ რეგიონში ტრანსფორმაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში იყვნენ მედიატორები სახელმწიფოს ინსტიტუტებს, საერთაშორისო სუბიექტებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. პროგრამის მიზანია პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება.

სკოლაში სწავლის პერიოდში სტუდენტები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთივე საგანს:
• საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეთოდები (ყურადღება გამახვილებული იქნება განსაკუთრებით შედარებით და რეგიონალურ მიმართულებებზე)
• ეროვნული იდენტურობა და ტრანსფორმაცია
• პოლიტიკური ტრანსფორმირება და სახელმწიფო მშენებლობა
• კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარება (პრაქტიკული მეცადინეობის გათვალისწინებით)
• კავკასია და ევროპა (ინტეგრაცია)

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• მისი კვლევის თემა უნდა შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას
• სასურველია ცხოვრობდეს სამხრეთ კავკასიაში
• ჰქონდეს ინგლისური ენის სრულყოფილი ცონდა


საჭირო დოკუმენტები:

ა) სამოტივაციო წერილი (1-2 გვ.)
ბ) CV (რომელიც მოიცავს კანდიდატის პუბლიკაციების სიას)
გ) ორი რეკომენდაცია (პირის სახელი და მისამართი)
დ) გავლილი საგნების სია (ნიშნების ფურცელთან ერთად)
ე) კვლევის პროექტის გეგმის მონახაზი(1-2 გვ.)


სავალდებულოა, ყველა დოკუმენტი შესრულებული იყოს ინგლისურ ენაზე


დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ივნისი

დოკუმენტების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
summer-school@inef.uni-due.de

ან მიმართოთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

 

ბანერები