ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის შესახებ

განცხადებები

სტუდენტების საყურადღებოდ!

თქვენი საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის  მისამართი და პაროლი შეგიძლიათ აიღოთ:

  • მე-2 წლის სტუდენტებმა C 219 ოთახში
  • მე-3 წლის, მობილობის და სპორტის აკადემიის სტუდენტებმა A 104 ოთახში.

ამასთანავე, უნდა გაიაროთ  რეგისტრაცია  სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში  C 219 აუდიტორიაში. ჭავჭავაძის გამზირი 32.

რატომ არის კარგი გქონდეთ საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტა:

საუნივერსიტეტო ელექტრონული ფოსტის (mail.iliauni.edu.ge) გამოყენება გააუმჯობესებს კომუნიკაციის თქვენსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. აღნიშნულ ფოსტაზე თქვენ მიიღებთ საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას ოპერატიულად და შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ სხვადასხვა საუნივერსიტეტო სერვისები,  რომლებზეც წვდომა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს აქვთ. (მაგ. დისტანციური წვდომა (სახლებიდან) სასწავლო კურსებისთვის დამზადებული "რიდერების" ელექტრონული ვერსიებზე, უცხოურ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე, და სხვ.).

საუნივერსიტეტო ფოსტის გამოყენებისას პრობლემების ან შეკითხვების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ტექდახმარების ჯგუფს, ტელეფონზე: 22 77 11, ან ელფოსტაზე: ithelp@iliauni.edu.ge

ბანერები