ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საუკეთესო აკადემიური სწავლების (ATE) კურსი

განცხადებები

ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტმა და ბრიტანეთის საბჭომ ერთობლივად შექმნეს საუკეთესო აკადემიური სწავლების (Academic Teaching Excellence - ATE) კურსი. ეს არ არის მხოლოდ ინგლისური ენის კურსი, იგი აერთიანებს ინოვაციურ სწავლების მეთოდოლოგიას და ლინგვისტურ პრაქტიკას უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. კურსი უკვე ჩატარდა პოლონეთში (ვარშავის უნივერსიტეტი), ხორვატიაში (ზაგრების უნივერსიტეტი), საბერძნეთში, გერმანიაში, სლოვენიასა და რუმინეთში.

კურსი ნებისმიერი საგნის ლექტორს, ვისი ინგლისური ენის ცოდნის დონეც არის ძალიან კარგი B2 ან C1, სთავაზობს პრაქტიკულ ლინგვისტურ იარაღს და სწავლების სტრატეგიებს, რათა მან თავისი მასალის სტუდენტისათვის უფრო ეფექტურად გადაცემა შეძლოს. კურსი მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო კონტექსტს, კერძოდ - სრული ფორმატის ლექციას, ინტერაქტიულ სემინარს და ხელმძღვანელისა და სტუდენტის პირისპირ სამუშაო შეხვედრას.

მიმდინარე წლის საშობაო არდადეგებზე იგეგმება ზემოაღნიშნული კურსის ჩატარება საქართველოში. კურსს გაუძღვება ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეული უცხოელი ექსპერტი. აქვე გაცნობებთ, რომ აკადემიური პერსონალისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაიღებს კურსის საფასურის 60%-იან თანადაფინანსებას.

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს პროგრამის პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებენ ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები საქართველოში, ხოლო ნოემბრის ბოლოს საგანგებოდ შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის ექსპერტი ჩაუტარებს დამატებით შეხვედრას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი შეკითხვები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: development@iliauni.edu.ge

ბანერები