ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

"საუკეთესო აკადემიური სწავლების" (ATE) კურსი საქართველოში

განცხადებები

მიმდინარე წლის 17 ივლისს შედგა ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი კურსის - საუკეთესო აკადემიური სწავლება (Academic Teaching Excellence - ATE) - პრეზენტაცია.  აღნიშნული კურსი ემსახურება ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიის, ლინგვისტური პრაქტიკისა და უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ნებისმიერი საგნის  ლექტორს, ვისი ინგლისური ენის ცოდნის დონე ძალიან კარგია (B2/C1), კურსი სთავაზობს პრაქტიკულ სწავლების სტრატეგიებს, რათა მან თავისი მასალის სტუდენტისათვის უფრო ეფექტურად გადაცემა შეძლოს.

მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება ზემოაღნიშნული კურსის საქართველოში ჩატარება. კურსს გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი, რობერტ ლუისი, რომელმაც მსგავსი კურსები წარმატებით ჩაატარა ცენტრალური ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში.

კურსის საფასური შეადგენს 1324.95 ლარს (10-კაციან ჯგუფში) და 882.93 ლარს  (15-კაციან ჯგუფში). კურსის საბოლოო საფასური დადგინდება დარეგისტრირებული მსურველების რაოდენობიდან გამომდინარე. საფასურში შედის: კურსისთვის საჭირო მასალები, კურსის მართვის საფასური და კვება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს. მოკლე საპოპულარიზაციო ვიდეორგოლი უკეთ შეგიქმნით წარმოდგენას სატრენინგო პროცესზე და მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ პროგრამაში ჩართული მონაწილეების, ტრენერებისა და თავად პროგრამის შემქმნელების შეხედულებებს.

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაიღებს კურსის საფასურის 60%-ს .

დარეგისტრირების მსურველებმა უნდა შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ კურსის ჩატარების თქვენთვის სასურველი პერიოდი (2014 წლის 3-7 სექტემბერი ან 10-14  სექტემბერი). სარეგისტრაციო ფორმის შევსება კურსის გავლის ავტომატური თანხმობაა.

გთხოვთ, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გადმოგზავნოთ განვითარების სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: development@iliauni.edu.ge

ბანერები