ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სატელევიზიო სასწავლო ცენტრის განცხადება

განცხადებები

2013-2014 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა რეგისტრაცია და ხელშკერუკლების გაფორმება იწარმოებს 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის  ჩათვლით ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი 206.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობა/ID ბარათი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში -პასპორტის (ან პირადობის მოწმობის)  სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის- ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული    ზოგადი განათლების შემთხვევაში-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)

1 ფოტო სურათი (3/4 ზომა) და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ბანერები