ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სატელევიზიო ფილმების ფესტივალი

განცხადებები

ამა წლის 27-29 ნოემბერს, თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდება სატელევიზიო გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი ”კენტავრი”, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ოცდახუთ წლამდე სპეციალისტებს. ნაშრომი უნდა ეხებოდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სოციალურ პრობლემატიკას. პრიორიტეტი მიენიჭება იმ ნამუშევრებს, რომლებიც თემატიკას ორიგინალურად, კრეატიულად წარმოაჩენენ, მოძებნიან ახალ გამომსახველობით ფორმებს, გაბედულად გამოიყენებენ ფერებს, ხმასა და გამოსახულებას, როგორც დამატებით ელექტრონულ ეფექტებს. სატელევიზიო გადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ნაშრომი ჩაწერილი უნდა იყოს DVD ფორმატზე, იქვე მითითებული უნდა იყოს: ავტორის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა.

ინფორმაცია მონაწილეთათვის:
სააპლიკაციო ფორმა უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ani.chikvaidze@gmail.com; DVD ფორმატზე ჩაწერილი ნაშრომი უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მის.: ჯანო ბაგრატიონის ქ. #6. (მეოთხე სართული. პროფესორი ნინო ქემერტელიძე).

საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:

ა) სოციალური პრობლემის ანალიზი და გაშუქება;
ბ) დღევანდელი საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლის სატელევიზიო პორტრეტი;
გ) ისტორიული ფილმი ან პუბლიცისტიკური გადაცემა, მომზადებული დოკუმენტური საარქივო მასალების გამოყენებით;
დ) ნაშრომის ინოვაციური და ორიგინალური გადაწყვეტა, სატელევიზიო სპეციფიკის გათვალისწინებით;
ე) პროდუსერის საუკეთესო ნამუშევარი;
ვ) ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი;

ვადები:
2010 წლის 27 ოქტომბერი - შევსებული აპლიკაციის დედანი და DVD ფორმატზე ჩაწერილი ნაშრომი.
2010 წლის 15 ნოემბერი - შეტყობინება მიღების შესახებ.

სრული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ მისამართზე: ani.chikvaidze@gmail.com

ბანერები