ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ტურიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსებზე სასტუმროსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირთათვის, ასევე სხვა დაინტერესებულთათვის. კურსები ხორციელდება უნივერსიტეტისა და Global Star-ის (სასტუმროების კლასიფიკაციის ასოციაცია) თანამშრომობის საფუძველზე.
 
მიმდინარეობს მიღება შემდეგ კურსებზე:
·         სასტუმროს მენეჯმენტი;
·         მარკეტინგი და გაყიდვები სასტუმრო საქმეში;
·         სასტუმროს ფინანსური მენეჯმენტი;
·         ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის მართვა სასტუმრო საქმეში.
 
თითოეული ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს (სულ 72 აკადემიური საათი). კურსებს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში (დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში).
 
კურსის საფასური შეადგენს: 500 ლარს (გამონაკლისს წარმოადგენს სასტუმროს მენეჯმენტის კურსი, რომლის ხანგრძლივობაა 84 აკ. საათი, ხოლო საფასური - 580 ლარი).
 
კურსის დასრულებისას გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Global Star-ის ერთობლივი სერტიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ მოცემული გრაფა და გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: tourism.centre@iliauni.edu.ge, საკონტაქტო ნომერი: 229 47 12 (26 სექტემბრამდე), 222 15 60 ნინო ჩხეტია.

გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ”სასერტიფიკატო კურსი”.

ბანერები