ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში

განცხადებები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას საფრანგეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული სტიპენდია ეხება ყველა დისციპლინის სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე და კარგად ფლობენ ფრანგულ ენას.

სამაგისტრო სტიპენდია ფარავს საფრანგეთში 9 თვის მანძილზე ცხოვრების ხარჯებს, ხოლო სადოქტორო სტიპენდია განკუთვნილია 2 - დან 6 თვემდე პერიოდისათვის.  სტიპენდიაში არ შედის ტრანსპორტის ხარჯები.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 23 იანვარი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდი: www.institutfrancais.ge.

ბანერები