ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სასერტიფიკატო პროგრამები ტურიზმის სფეროში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი ყველა მსურველისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო პროგრამებზე:
1. ღვინოთმცოდნეობა 

პროგრამის ძირითადი თემებია:

• მევენახეობა, საქართველოს მევენახეობის მიკროზონებისა და განსაკუთრებული ადგილების გაცნობა;
• ღვინის ტურის გიდი;
• ვაზის კულტურა საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივა;
• ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ქვევრის ღვინის ტრადიციები;
• ქარხნული (კლასიკური) მეღვინეობა;
• ღვინის დეგუსტაციის თეორიული და პრაქტიკული მხარე, ღვინის არომატები;
• მსოფლიო მეღვინეობა;
• ღვინის ტურიზმი საქართველოში და სხვ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: ორ-ნახევარი თვე, კვირაში 4 სთ.
ფასი: 455 ლარი; 375 ლარი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

2. კულტურული რესურსებისა და მემკვიდრეობის ტურიზმი 

პროგრამის ძირითადი თემებია:

• კულტურული მემკვიდრეობა, მისი ფორმები და მართვის სახეები;
• კულტურული ტურისა და სამუზეუმო გიდი;
• საერთაშორისო კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ;
• კულტურული რესურსებისა და მემკვიდრეობის ტურიზმი – რისკები და რისკების პრევენცია; არამატერიალური მემკვიდრეობა და მათი გამოყენების შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებაში;
• მუზეუმი და მისი მნიშვნელობა (სამუზეუმო მახასიათებლები და თანმდევი პროდუქტები); სამუზეუმო კოლექციები, გამოფენები, ინტერპრეტაცია, კომუნიკაცია და პროგრამები; კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და ბაზრობები;
• სახალხო/ხალხური დღესასწაულები, ადათები და ღონისძიებები; ხალხური რეწვა და კულინარია, როგორც ეკონომიკური და სოციალური რესურსები; ფესტივალები, ბიენალეები, რელიგიური და პილიგრიმული ღონისძიებები, როგორც ტურისტული რესურსი და სხვ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 6 სთ.
ფასი: 455 ლარი; 375 ლარი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

3. ტურისტული გიდი

პროგრამის ძირითადი თემებია:

• ტურის დაგეგმვისა და მენეჯმენტის ზოგადი  საფუძვლები;
• კულტურული ტური;
• ღვინის ტური;
• სათავგადასავლო და სალაშქრო ტური; 
• გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები;
• პრაქტიკული სწავლა;

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 6 სთ.
ფასი: 455 ლარი; 375 ლარი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

4. სასტუმროს მენეჯმენტი

პროგრამის ძირითადი თემებია:

• სასტუმროთა სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია, როგორც სასტუმრო პროდუქტის ფორმირების წინაპირობა;
• სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა;
• ლიდერობა და ხელმძღვანელობის სტილი. სასტუმროს გენერალური მენეჯერის მართვის მიდგომები;
• კვებისა და სასმელების განყოფილების ფუნქციები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
• ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა სასტუმროებში;
• სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების განყოფილების ფუნქციონირება და სხვ.

კურსი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ”Global Star” - სასტუმროების კლასიფიკაციის ასოციაციის მიერ ერთობლივად, მემორანდუმის საფუძველზე; 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ”Global Star” - ის ერთობლივი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 6 სთ.
ფასი: 580 ლარი; 375 ლარი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის).

სასერტიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე ან ფეისბუქის გვერდზე: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი.

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5. მეორე სართული, ოთახი E 223.
ტელეფონი:  2-23-07-45;
ელ-ფოსტა: tourism.centre@iliauni.edu.ge
Facebook: ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი
დაწვრილებითი ინფრომაცია იხილეთ ლინკზე:

ბანერები