ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში - რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), რომელთაც პროფესიული საქმიანობის დროს შეხება აქვთ ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, კომბინირებულად შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური ტრენერი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ კომპონენტთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

შეისწავლება შემდეგი მოდულები:

I მოდული
SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი

II მოდული

ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს, რომლებიც გადანაწილდება 3 კვირის განმავლობაში (13.12.14-28.12.14).

ღირებულება:
350 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და CV-სთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pprtc@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 9 დეკემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ელფოსტა: pprtc@iliauni.edu.ge
www.pprtc.iliauni.edu.ge

უწყვეტი განათლების დეპარტამენტი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 208
თბილისი 0162, საქართველო
ტელ: (+995) 32 2 23 10 57
ელფოსტა: continuing-education@iliauni.edu.ge
www.iliauni.edu.ge

ბანერები