ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სარეკლამო რგოლის კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გარემოსდაცვითი სამაგისტრო პროგრამების ხუთი სარეკლამო რგოლის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც კომპანიებისათვის, ასევე კერძო პირებისათვის.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ),  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და TEMPUS-ის მხარდაჭერით შეიქმნა ხუთი ახალი სამაგისტრო პროგრამა გარემოს დაცვის დარგში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა ეკოლოგიაში (MSc), საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა ბუნებრივ რესურსებში (MSc), საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (MSc) მეტყევეობაში, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ტყის მენეჯმენტში (MBA), ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ბუნებრივი რესურსების მართვაში (MBA).
 
პროგრამების პოპულარიზაციისათვის უნივერსიტეტი გეგმავს სარეკლამო რგოლების გადაღებას. რგოლის ქრონომეტრაჟი - 15-30 წამი. პროგრამები ინგლისურენოვანია და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებზე არის გათვლილი. შესაბამისად, სარეკლამო რგოლის კონცეფციაში უნდა იყოს გათვლისწინებული მისი რამდენიმე ენაზე თარგმნის შესაძლებლობა (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული და ინგლისური).
გამოვლინდება  ერთი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს ჯილდოს 1500 ლარის ოდენობით.
შეფასების კრიტერიუმები:·

  •     თემასთან შესაბამისობა        
  •     აუდიტორიის გათვალისწინება       
  •     კრეატიულობა და ორიგინალურობა

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით. საკონკურსო პროექტი გამოაგზავნეთ pdf ფორმატით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge 6 ივლისის 18:00 საათამდე. მიუთითეთ ავტორის სრული სახელი (ორგანიზაციის შემთხვევაში - სრული ოფიციალური დასახელება), საკონტაქტო ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას კონკურსის  მონაწილეთა საავტოროუფლებები და არ გამოიყენოს მათი ნამუშევრები ავტორის ნებართვის გარეშე.

ბანერები