ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სარეაბილიტაციო გადამზადების კურსები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას უსინათლოთა და მცირემხედველთა სარეაბილიტაციო გადამზადების კურსებზე. კურსები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჩოლოყაშვილის გამზირის 3/5) 2011 წლის სექტემბერსა და 2012 წლის თებერვალში. კურსები დაფინანსებულია გერმანიის უსინათლოთა და მცირემხედველთა კავშირის (DBSV: Deutscher Blinden - und Sehbehinderten Verband) მიერ.

კურსები იყოფა 2 ნაწილად. ნაწილი A: უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა განვითარებისა და ხელშეწყობის საფუძვლები ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ღიაა ყველა მსურველისათვის. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ.

ნაწილი B: უსინათლოთა და მცირე მხედელთა სარეაბილიტაციო გადამზადების კურსების საფუძვლები განკუთვნილია უსინათლოთა სკოლის მასწავლებლების, პედაგოგიკის სტუდენტების, სპეცპედაგოგიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაინტერესებული თანამშრომლებისათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ.

ბანერები