ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოში სპორტის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და მისი ხელშეწყობის ასპექტები”.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერების ფაკულტეტი ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე:
"ოლიმპიური სპორტი, სპორტი ყველასათვის" და მრგვალ მაგიდას - "საქართველოში სპორტის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და მისი ხელშეწყობის ასპექტები".
მიმართულებები: მედიკო-ბიოლოგიური, სპორტულ-პედაგოგიური, ფსიქო-სოციალური, სპორტის მენეჯმენტი და სპორტის სამართალი.

კონფერენცია გაიმართება 2009 წლის 23-24 ოქტომბერს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მის: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. #3.
კონფერენციის ჩატარების მიზანს შეადგენს პირველად საქართველოს საუნივერსიტეტო განათლებაში შექმნილი სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე თანამედროვე ოლიმპიური სპორტისა და სასპორტო განათლების პოპულარიზაცია და აქტუალური პრობლემების განხილვა.
სამეცნიერო ნაშრომი დაბეჭდილი უნდა იყოს word-ში AcadNusx- ით აკრეფილ A4 ზომის ფორმატზე. შრიფტი - 12,  ინტერვალი - 1,5.  ნაბეჭდი მასალის გვერდიდან დაცილება: მარჯვნივ 3სმ,  მარცხნივ 1,5სმ,  ზევით და ქვევით 2-2სმ.
თეზისების წარმოდგენის ფორმა: მიმართულება (შრიფტი-12), ნაშრომის სათაური (შრიფტი 14),  ავტორის სახელი, გვარი, წოდება (შრიფტი 13). თეზისის ზომა რამოდენიმე წინადადებიან ინგლისურ ენაზე თანდართულ რეზიუმესთან ერთად, არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს. მასში ასახული უნდა იყოს: შესავალი, თემის აქტუალობა, კვლევის მიზანი, ამოცანები, მიღებული შედეგები და დასკვნები.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მკაცრად დაიცვათ აღნიშნული მოთხოვნები და მიმდინარე წლის 20 მაისამდე მასალა წარმოადგინოთ სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიის სახით (CD - ის დისკზე).
სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში. კონფერენციის მონაწილეთათვის განსაზღვრულია სერთიფიკატებისა და შესაბამისი კრედიტ-ქულების მინიჭება.
კონფერენციის ორგანიზაციული საკითხები: დურმიშხან ჩიტაშვილი - 899 51 16 82
კონფერენციის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხები: გიორგი ზუბიტაშვილი -

899 47 90 75. E-mail: g.zubitashvili@iliauni.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, მე-2-ე სართული, სპორტის მეცნიერების ფაკულტეტი: ოთახი #218. ტელ: 822 22 71 82.

ორგკომიტეტი

 

ბანერები