ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის ინიციატივით ცხადდება 2009 წლის სასწავლო-სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება!

პროგრამას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი "განვითარებისა და რეფორმების ფონდი".


ზოგადი ინფორმაცია:

პროგრამის მიზანი:
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების ხელშეწყობა.

სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი ეწოდება ფონდის მიერ სტუდენტისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით გადაცემულ თანხას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლის და სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

სტუდენტმა თავად უნდა მოიპოვოს უფლება-ჩარიცხვა (admission) უმაღლესი სასწავლებლიდან.

გრანტის გაცემის პირობები:

• გრანტი გაიცემა უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეზე, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
• ფონდი ვალდებულია განახორციელოს სტუდენტის აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, რაც ზეგავლენას იქონიებს გრანტის ათვისების პროცესზე.
• გრანტი გაიცემა ან სრულად ან ნაწილ-ნაწილ, საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სტუდენტის მიერ მითითებული პერიოდულობით და სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
• სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისთვის გამოსაყოფი გრანტის გაცემისისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს ან/და ფონდის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სასწავლო დისციპლინის შესწავლის მსურველებს ან/და გააჩნიათ თანადაფინანსება.
• სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კანდიდატების (კონკურსანტების) შერჩევას ფონდი ახდენს ორ ეტაპად, საკონკურსო კომისიის მეშვეობით.
• სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხას ამტკიცებს ფონდის მეურვეთა საბჭო.

განაცხადის შემოტანის ფორმა, დრო და განხილვის მექანიზმი:

2009 წლის 31 მარტიდან ფონდი იწყებს განაცხადების ელექტრონულ მიღებას. ყველა კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს, შეუძლია შექმნა ფონდის ვებ-გვერდზე პერსონალური ფაილი, სადაც აუცილებელი იქნება სააპლიკაციო ფორმის შევსება და დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვა. განაცხადების მიღება წარმოებს 2009 წლის 26 ივნისამდე.

უნივერსიტეტების სია:

http://www.drf.org.ge/up/list.pdf

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.drf.org.ge

ან მიმართეთ:

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები