ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება

N 149 2009 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი

2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთასოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობებისგანსაზღვრის შესახებ

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი - 32 12 02) შესაბამისად დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი სახით:

მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა

1. 2009-2010 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის გამოიყოს 1 073 000 (ერთი მილიონ სამოცდაცამეტი ათასი) ლარი.

2. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში - გრანტი) სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სტუდენტზე გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 კრედიტზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს გრანტის ნაწილობრივ ოდენობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა.

მუხლი 2. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ პირმა (შემდგომში - სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას, ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუქტით ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი.

2. აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარგლებში.

მუხლი 3. სტუდენტთა კატეგორიები

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

1. 150 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში:

ა.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 6 სტუდენტს;

ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრა¬მაზე - 3 სტუდენტს;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში:ბ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

ბ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს;

გ) ონის მუნიციპალიტეტში:

გ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

გ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს;

დ) ქედის მუნიციპალიტეტში:

დ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 12 სტუდენტს;

დ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრა¬მაზე - 6 სტუდენტს;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტში:

ე.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 16 სტუდენტს;

ე.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 8 სტუდენტს;

ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში:

ვ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 12 სტუდენტს;

ვ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 6 სტუდენტს;

ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში:

ზ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს;

ზ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 1 სტუდენტს;

თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთას, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში):

თ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

თ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს;

ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში:

ი.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 8 სტუდენტს;

ი.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში:

კ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 6 სტუდენტს;

კ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამ¬აზე - 3 სტუდენტს;

ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში:

ლ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

ლ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს;

მ) წალკის მუნიციპალიტეტში:

მ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 6 სტუდენტს;

მ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 3 სტუდენტს;

ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში:

ნ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 8 სტუდენტს;

ნ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში (პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში):

ო.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 8 სტუდენტს;

ო.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამ¬აზე - 4 სტუდენტს.

2. 180 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში - ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე მე-10 და მე-11 კლასებში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში:

ა.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 70 სტუდენტს;

ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 30 სტუდენტს;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში:

ბ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 50 სტუდენტს;

ბ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 სტუდენტს;

გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში:

გ.ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 3 სტუდენტს;

გ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს.

3. 30 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტს (მათ შორის, ქ. თბილისში, არა უმეტეს 10 სტუდენტისა);

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 10 სტუდენტს.

4. 30 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტს (მათ შორის, ქ. თბილისში, არა უმეტეს 10 სტუდენტისა);

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 10 სტუდენტს.

5. 45 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 30 სტუდენტს;

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 15 სტუდენტს.

6. 5 სტუდენტს, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 3 სტუდენტს;

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს.

7. 30 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო), ან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტს;

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 10 სტუდენტს.

8. 6 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები:

ა) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 4 სტუდენტს;

ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტს.

მუხლი 4. რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები

1. იმ სტუდენტის მონაცემები, რომელიც ერთდროულად განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე კატეგორიას, დაფინანსების მოსაპოვებლად განიხილება ჯერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო შემდგომ ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების ფარგლებში.

2. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატეგორიას, დაფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმდევრობის დაცვით.

მუხლი 5. დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს

1. თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდგომში - დასაფინანსებელი სტუდენტები) აღემატება ამ კატეგორი-ის/ქვეკატეგორიისათვის გამოყოფილი ადგილების (შემდგომში - ადგილი) რაოდენობას (შემდგომში - კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.

2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში თანაბარი სკალირებული ქულა აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით, შემდეგი თანამიმდევრობის დაცვით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;

ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

3. დაფინანსება არ განაწილდება პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა. ამ სტუდენტების დაფინასების საკითხი გადაწყდება დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 6. დარჩენილი ადგილების გადანაწილება

1. თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა იმავე ქვეკატეგორიის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდენობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გადანაწილდება დადგენილების მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპით.

2. თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა იმავე ქვეკატეგორიის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდენობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გადანაწილდება დადგენილების მე-5 მუხ¬ლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქვეკატეგორიების რომელიმე პროგრამაზე დარჩა ადგილთა რაოდენობა, იგი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე დაემატება ამავე კა-ტეგორიაში შემავალი ქვეკატეგორიის შესაბამის პროგრამას.

4. თუ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიების დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა იმავე კატეგორიის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდენობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გადანაწილდება ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პრინციპით.

5. თუ პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიების დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ადგილთა რაოდენობაზე, დარჩენილი რაოდენობა იმავე კატეგორიის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში დაემატება ამ პროგრამაზე ადგილთა რაოდე-ნობას დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად და გა-დანაწილდება ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირ¬ველი და მე-2 პუნქტებით გან-საზღვრული პრინციპით.

მუხლი 7. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, ამ დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად იგი გადანა-წილდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანაბარქულიანი სტუდენტები;

ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

გ) 2008-2009 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოც¬დების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილებს), რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2008-2009 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;

დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები;

ე) ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის პირები

.2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პრინციპის მიხედვით გადაუნაწილდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

მუხლი 8. განცხადების წარდგენა

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის, მე-3-მე-8 პუნქტებით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარ-გლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები ასევე უფლებამოსილნი არიან განცხადება წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტაციას.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში დაადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან.

5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვე¬პუნ¬ქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ერთი კვირის ვადაში დაადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან.

მუხლი 9. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესა¬ხებ

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით

.2. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ამ პირის მოთხოვნის საფუძველზე ცნობის სახით გაიცემა ამონაწერი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან.

მუხლი 10. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა2009-2010 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ, დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მიწოდება, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება.

მუხლი 11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

ბანერები