ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს მთავარი პროკურატურის ახალი პროექტი

განცხადებები

პროკურატურა იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სასამართლო პროცესის მონიტორინგის მეშვეობით პროკურორების სასამართლო უნარ-ჩვევების შეფასება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და საქართველოს მთავარი პროკურატურა საშუალებას აძლევს სასამართლო მონიტორინგის პროცესში ჩაერთოს სამართლის სკოლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩართული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგში, რაც მათ პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს, ასევე მათ პროექტში მონაწილეობა ჩაეთვლებათ პრაქტიკად.
 
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. პირველ ეტაპზე ისინი გაივლიან პროფესიული ტესტირებას სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესში, ხოლო, მეორე ეტაპზე გაივლიან გასაუბრებას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია სამართლის სკოლის დეკანატში, A402 ოთახში.  რეგისტრაციის ვადა იწურება 3 ოქტომბერს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 222 16 37, ან  577 55 33 91.
საკონტაქტო პირი სოფიო შუბლაძე.

ბანერები