ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2010-2011 წლების

"მონაწილეობის პროგრამა" არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.

"მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი პროექტები და სამოქმედო გეგმები უნდა იყოს პირდაპირ კავშირში UNESCO-ს საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი ძირითად პროგრამებთან, ინტერდისციპლინარულ პროექტებთან და ღონისძიებებთან, აგრეთვე იუნესკოს ეროვნული კომისიების საქმიანობასთან.

პროექტების პირველად სელექციას აწარმოებს ეროვნული კომისია,ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

პროექტების პრიორიტეტულობის დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ კომისიას UNESCO-ს მიერ პროექტების განხილვის პროცესის დაწყებამდე.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები:საკუთარ თავზე აიღოს სრული ფინანსური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პროექტის განხორციელებაზე წინასწარ შეთანხმებულ ვადებში;პროექტის დასრულებისთანავე მიაწოდოს ეროვნული კომისიის სამდივნოს სრული ფინანსური ანგარიში, რომელიც დაადასტურებს თანხების მიზნობრივ და სწორ განკარგვას. თუკი თანხა სრულად არ იქნება ათვისებული, გახარჯული თანხის ფინანსური ანგარიშის წარდგენასთან ერთად ეროვნულ კომისიას უნდა დაუბრუნდეს აუთვისებელი თანხაც. ყველა ფინანსური დოკუმენტის დედანი შენახულ უნდა იქნეს 5 წლის განმავლობაში. ანგარიშების წარდგენისას უნდა შეივსოს სპეციალური ფორმა, რომელსაც ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს პროექტის შემსრულებელი და ბუღალტერი. ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დეტალური ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე) ჩატარებული სამუშაოების, პროექტის შედეგებსა და პროექტის სარგებლიანობაზე.პროექტის შემსრულებელი უნდა გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს იუნესკოს მიერ გამოგზავნილი ყველა სახის ქონება, მისი მიღების მომენტიდან.დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2010 წლის 15 იანვრამდე განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:პროექტის მოკლე ანოტაცია (მაქსიმუმ 1 გვ.) ;შესაბამისი ინსტრუქციების თანახმად შევსებული სააპლიკაციო განაცხადი;დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებელი ორგანიზაციის მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე.კომისიის მიერ პროექტის UNESCO-სათვის წარსადგენად შერჩევის შემთხვევვაში, განმცხადებელმა ორი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს საპროექტო განაცხადის ინგლისური ვერსია.

დამატებითი ინფორმაციისა და განაცხადის სააპლიკაციო ფორმის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:

იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის სამდივნოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4ტელეფონი: 28 47 40Fფაქსი: 28 46 78Eელ-ფოსტა: unesco@mfa.gov.geსაპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15 იანვარისაკონტაქტო პირი: ლელა კაცაძეუფროსი სპეციალისტიმეცნიერების განვითარების სამმართველოTel: 43 88 78(სამ.) შიდა 234877 172 227(მობ); 899 247 107e-mail: lkatsadze@mes.gov.ge  

აპლოკაცია

დანართი

ბანერები