ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი

განცხადებები

კონკურსის შესახებ

საქართველოს ბანკი გაძლევს უნიკალურ შანსს, მიიღო საუკეთესო უმაღლესი განათლება საქართველოში. გადაიღე ერთწუთიანი ვიდეო, სადაც დააფიქსირებ შენს აზრს, თუ რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი შენთვის.

ატვირთე ვიდეო ვებგვერდზე istudy.ge, დააგროვე ყველაზე მეტი LIKE და გახდი 5 000, 3 000 ან 2 000-ლარიანი გრანტის მფლობელი ან გახდი ბანკის რჩეული და მოიგე MacBook-ი.
კონკურსის ყველა მონაწილეს ბანკისგან საჩუქრად გადაეცემა სტუდენტური ბარათი.

კონკურსის წესები
•    საქართველოს ბანკის კონკურსში ISTUDY.GE მონაწილეობის მიღება შეუძლიათსაქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, [nea.ge]ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაზე. 
•    კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ვიდეოთი შეგიძლიათ, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს.
•    ვებ-გვერდზე გალერეის ნახვას და სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემას შეძლებს ნებიმიერი მომხმარებელი, რომელიც შეუერთდება „საქართველოს ბანკის“ Facebook-ის გვერდს. უკვე არსებული წევრები კი გალერეის დათვალიერებას და ხმის მიცემას ავტომატურად შეძლებენ.
•    ვიდეოები, რომელიც არ შეესაბამება ეთიკის ნორმებს და/ან არღვევს კონკურსის პირობებს, არ მიიღება.
•    საქართველოს ბანკი იტოვებს საკონკურსო ვიდეოების ნაწილობრივი ან სრული გამოყენების უფლებას, მათ შორის მათი გამოყენების უფლებას სტუდენტური სესხის სარეკლამო ვიდეოკოლაჟებშიც.

კონკურსის ვადები
•    კონკურსი იწყება 2011 წლის 1 სექტემბერს და სრულდება 2011 წლის 30 სექტემბერს, ღამის 12 საათზე. გამარჯვებულები გამოცხადდებიან 1 ოქტომბერს.
•    არასამუშაო საათებში ატვირთული ვიდეოები გალერეაში გამოჩნდება მომდევნო სამუშაო დღეს, დასვენების დღეებში ატვირთული ნამუშევრები გალერეაში გამოჩნდება მომდევნო სამუშაო დღეს.
•    რჩეული პირველ სამ ადგილზე გასული ვიდეოს ავტორებს სასწავლო გრანტი ჩაერიცხებათ 10 დღის ვადაში, გრანტის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოში, საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის გადასახდელად. მოგებული გრანტის ათვისება უნდა მოხდეს გაცემიდან 3 წლის ვადაში. მოგებული გრანტის შესაბამისად, სტიპენდიის ჩარიცხვა სასწავლებლისთვის მოხდება საქართველოს ბანკის მიერ.
•    ბანკის რჩეულს MacBook გადაეცემა 3 ოქტომბერს.

კონკურსში მონაწილეობისთვის
•    გაეცანი კონკურსის პირობებს ვებ-გვერდზე ISTUDY.GE
•    მოიფიქრე, რატომ არის შენთვის სწავლა მნიშვნელოვანი.
•    ნებისმიერი შენთვის მოხერხებული და ხელმისაწვდომი კამერით (ვები, ციბრული,მობილურიის და ა.შ) გადაიღე ერთწუთიანი ვიდეო, სადაც ახსნი, თუ რატომ არის სწავლა შენთვის მნიშვნელოვანი.
•    შედი ISTUDY.GE–ზე, აირჩიე ვიდეოს დამატება, შეავსე ყველა ველი, ატვირთე  ვიდეო და დაელოდე მოდერაციას.

საჭირო ლინკები :
•    http://istudy.ge/ - კონკურსის ოფიციალური საიტი
•    http://www.youtube.com/watch?v=ArLPMTH9WbI – ტუტორიალი იმის შესახებ, როგორ უნდა მიიღო კონკურსში მონაწილეობა
•    http://www.youtube.com/watch?v=H7lUUNOVSgI – საქართველოს ბანკის მიმართვა სტუდენტებს.

ბანერები