ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამოქალაქო სამართლის სკოლის 3 თვიანი კომლექსური პროგრამა ადვოკატის უნარ-ჩვევებში

განცხადებები

კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის  სამოქალაქო  სამართლის  სკოლის  3  თვიანი  კომპლექსური პროგრამა ადვოკატის საპროცესო უნარჩვევებში.

„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 სტუდენტს უფასოდ ჩარიცხავს CLS-ს სამოქალაქო სამართლის სკოლაში და გაატარებს სპეციალიზირებულ 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამას ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS - ში შესაძლებლობა გექნებათ 3 თვის განმავლობაში შეიძინოთ და გაიღრმავოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.
CLS  ასევე ილიას უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 5 სტუდენტს, რომელთაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი, სთავაზობს იმავე სრული პროგრამის გავლას ფასდაკლებით, ნაცლად 750 ლარისა 650 ლარად."
CLS - ისპროგრამებსუძღვებიანმაღალკვალიფიციურიტრენერები (ადვოკატებიდამოსამართლეებიდაპროფესორები) 
CLS - ისპროგრამაეფუძნებასამართლისდასხვადარგებშისაქართველოსადაუცხოქვეყნისგამოცდილებას.

კრედიტები

მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში თითოეული პროგრამის გავლა სტუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
აკრედიტაცია
კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.
სტაჟირება
პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში და თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატი“-ს სამსახურში.
ინფრასტრუქტურა
CLS - ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და  (აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზი, ბიბლიოთეკა).
CLS - ში მიიღებიან იურისტები და საბაკალავრო პროგრამის ის სტუდენტებიც რომელთაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი.
CLS - ში თითოეულ სკოლაში 3 თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) პროგრამაზე სწავლის სრული საფასური შეადგენს - 750 ლარს (ილიას უნივერსიტეტის 3 სტუდენტისათვის 695 ლარს.), რომლის გადახდაც მსურველებს შეუძლიათ სრულიად უპროცენტო 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის 2 სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლება უფასოდ!
CLS - ში დასრულდა უკვე ორი ნაკადის სწავლა, სადაც პროგრამა გაიარეს ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის 3-მა სტუდენტმა.

პროგრამის გავლისას მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს:

საგანი     საათების რაოდენობა   ტრენერი

სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები  32    მიხეილ გოგიშვილი - საქ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, საქ. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
ადმინისტრაციულ საპროცესო უნარ -  ჩვევები 14  ლეილა მამულაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა  პალატის მოსამართლე.
სამართლებრივი მართლწერა  (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა) 10 -მარი ჭყონია - (საქ. ეროვნული უშოშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი  მოსამართლე). -ზურაბ ჭყონია, ას. პროფესორი, ადვოკატი.
რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება 12   ცირა   ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ელექტრონული მართლმსაჯულება 6  მამუკა ახვლედიანი -  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი.

განრიგი:  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 18:30 საათიდან (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2 საათიანი ხანგრძლივობით.
დაწვრილებითი ინფორმაციიასათვის ეწვიეთ კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ვებ გვერდს http://www.clsgeo.ge
ან დაგიკავშირდით:
lawyers.school@yahoo.com

https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola
2183637;
599177573
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ამირან მეშველიშვილს amiran.meshvelishvili@iliauni.edu.ge .
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.

CLS – გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად !

ბანერები