ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამეცნიერო კონფერენცია ”ოლიმპიური სპორტი” - ”სპორტი ყველასათვის”

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი 23-24 ოქტომბერს ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას - „ოლიმპიური სპორტი" - „სპორტი ყველასათვის". მთავარი თემები, რომლებიც კონფერენციაზე იქნება განხილული: უმაღლესი მიღწევები სპორტში, ბიოლოგია, მედიცინა, ბიომექანიკა, სპორტულ-პედაგოგიური მეთოდები, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგია, სპორტის სამართალი და სოციოლოგია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები მოწვეული სტუმრები, ასევე ოფიციალური პირები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბ-ნი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და სხვა.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ჭავჭავაძის გამზირი #32. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორიები (A 101, A 205, A 207).

კონფერენციის განრიგი

ბანერები