ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში
3 ივლისი, 2013 წელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის 3 ივლისს ჩატარდება სოციოლოგთა რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე  „სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში“.  სოციალური ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებული კომპლექსურობითა და მეტისმეტად აჩქარებული ტემპით ხასიათდება, რაც საზოგადოების ცალკეულ სფეროებში ხშირად ხანგრძლივ კრიზისებს აჩენს.
კონფერენციის მიზანს, ერთი მხირვ წარმოაგენს მაკრო დონეზე მიმდინარე სოციალური ცვლილებების სოციოლოგიური ანალიზი, რომელიც  გავლენას ახდენს ისეთ ძირეულ სოციალურ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, რელიგია, ოჯახი, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგია, ლეგალური სისტემა და ა.შ. მეორე მხირვ, სოციოლოგთა კვლევის ფოკუსში მოქცეულია მიკრო დონეზე განხორციელებული სოციალური ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებზე, ატიტუდებზე, რწმენებზე, ცალკეული ინდივიდის მოქმედებებზე და  საბოლოო ჯამში, ცვლის  თითოეული  ჩვენგანის ცხოვრებას.
ახალგაზრდა მკვლევარებს, რომელებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე საზოგადოების  წინაშე არსებული სოციალური ცვლილებებითა და კრიზისებით, საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.
კონფერენციის მიზანია:
შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.  განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული  მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომელიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური რეფლექსიისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:   
კონფერენციაში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს. როგორც, ბაკალავრიატისა და  მაგისტრატურის, ასევე  დოქტორანტურის სტუდენტებს.

საბუთების მიღება:
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს 1 გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV), კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) და რეკომენდაცია სამეცნიერო თემის ხელმძღვანელისაგან  2013 წლის 20 აპრილამდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  ana.kirvalidze@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ბანერები