ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2012 წლის 3 ივლისს ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია ტურბულენტურ დროში“. დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უამრავ  შესაძლებლობასთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევებსაც გვთავაზობს, რაც სულ უფრო მეტ ყურადღებასა და ანალიზს მოითხოვს სოციოლოგებისაგან. ახალგაზრდა მკვლევრებს, რომელებიც დაინტერესებული არიან სოციოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევებით, საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.

კონფერენციის საკვანძო თემატიკა:

  • სოციალური მედიები;
  • სოციალური ურთიერთობების ახალი ფორმები;
  • ფინანსური კრიზისი; 
  • პოლიტიკური კრიზისი;
  • ეკოლოგიური კრიზისი;
  • მზარდი სოციალური უთანასწორობა;
  • პოტენციური მომავალი;

კონფერენციის მიზანია შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოონ თავიანთი აკადემიური ქსელი, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.

განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომელიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური წარმოსახვისათვის.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:                      
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

საბუთების მიღება:
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს 1-გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV) და კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) 2012 წლის 20  მაისამდე  შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ana.kirvalidze@iliauni.edu.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ana.kirvalidze@iliauni.edu.ge.

ბანერები