ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამეცნიერო გრანტის პრეზენტაცია

ოთხშაბათს, 27 იანვარს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ავსტრიული ბიბლიოთეკა) გაიმართება პრეზენტაცია " კოსმოლოგიური სიმეტრიების ტესტირება კოსმოსური რელიქტური ფონის მეშვეობით".
რელიქტური ფონის ფლუქტუაციები ასახავს ადრეულ სამყაროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. PLANCK -ის თანამგზავრი უახლოესს მომავალში მოგვაწვდის ზუსტ მონაცემებს რელიქტური ფონის ფლუქტუაციების შესახებ. შემოთავაზებული კვლევითი პროგრამა საშუალებას მოგვცემს PLANCK -ის მონაცემების თეორიულ ინტერპრეტაციასა და აგრეთვე, შესაძლებელი იქნება არასტანდარტული ფიზიკის თეორიების ტესტირება.

ბანერები