ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამეცნიერო ჩემპიონატი და კონფერენციები

განცხადებები

ლონდონის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო აკადემია პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ატარებს საპილოტე ეროვნულ სამეცნიერო ჩემპიონატს.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია სამეცნიერო ჩემპიონატის მონაწილის ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილის სტატუსით.
 
1 - 5 მარტი, 2012 წ. - XX საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ადამიანის ინტელექტის, სამყაროს ეთიკურ-ესთეტიკური აღქმისა და მხატვრული შემოქმედების ევოლუციის დინამიკა“ (სამეცნიერო სფეროები: მშენებლობა, არქიტექტურა, ხელოვნებათმცოდნეობა და კულტუროლოგია).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2012 წ.
 
15 - 20 მარტი, 2012 წ. - XXI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამხედრო და პოლიტიკური მეცნიერებები სოციალური პროგრესის კონტექსტში“ (სამეცნიერო სფეროები: სამხედრო და პოლიტიკური მეცნიერებები).

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 13 მარტი, 2012 წ.
 
30 მარტი - 3 აპრილი, 2012 წ. – XXII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სივრცე და დრო - კაცობრიობის განვითარების სისტემა კოორდინატი“ (სამეცნიერო სფეროები: ფილოსოფია და ისტორია).

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 27 მარტი, 2012 წ.
 
ჩემპიონატის მონაწილეები მიიღებენ დიპლომებს/მედლებს, ფულად პრემიებს, საერთაშორისო მეცნიერის ხარისხებს და სხვა პრიზებსა თუ პრივილეგიებს.
 
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ მხოლოდ სერტიფიკატებს.
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: http://aunion.info/ru/node/458

ბანერები