ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლის სტუდენტთათვის ინფორმაცია ერთ ფაილში

განცხადებები

ვფიქრობდით, რომ ახალ არგუსთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს ბევრად გაამარტივებს და მოსახერხებელს გახდის სტუდენტის მიერ საკუთარი უმაღლესი განათლების დაგეგმვასა და მართვას, მოგვემზადებინა მცირე პრეზენტაცია, რომელიც საშუალებას მისცემდა სტუდენტს, რომ ერთი საპრეზენტაციო გარემოდან ადვილად ემართა და მიემართა იმ ინფორმაციისათვის, რომელიც მას სამართლის სკოლაში სწავლებისას დასჭირდება.

გთავაზობთ ჩამოტვირთოთ პრეზენტაცია

მოახდინოთ არქივის ექსტრაქცია თქვენ კომპიუტერში, ამისთვის შექმენით ახალი ფოლდერი პირობითი სახელწოდებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განაარქივეთ ფაილი.

ფოლდერში ნახავთ ფაილს სახელწოდებით - Presentation. Iliauni. School of Law. All in One. გახსენით ეს ფაილი.

ფაილის სხვადასხვა გვერდებზე არსებულ ინფორმაციაზე მაგ.: სასწავლო კურსების კატალოგი, ან ცხრილი, ან განცხადებები - შესაძლებელია მაუსით დაკლიკება და სახელწოდებაში გამოტანილი ინფორმაციის დეტალური ნახვა.

პრეზენტაციიდან ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ არგუსში, შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა, ნახოთ სამართლის სკოლის სიახლეები. პრეზენტაციიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ სამართლის კლინიკის საიტზე, მოუსმინოთ ვიდეო ლექციებს, მოიძოთ ინფორმაცია სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში არსებულ სერვისებზე და მათზე პასუხისმგებელ პირებზე. ასევე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში პრეზენტაციიდანვე მოგვწეროთ წერილი.

ვფიქრობთ, რომ პრეზენტაციის ფაილი მოსახერხებელია და მხოლოდ გაგიმარტივებთ ინფორმაციის მოძიებას და დაგიზოგავთ დროს.

გისურვებთ ნაყოფიერ, ხალას და შედეგზე ორიენტირებულ სწავლას.

სამართლის სკოლის ადმინისტრაცია

ბანერები