ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლის სამაგისტრო ხელშეკრულება

განცხადებები

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2014 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 23 სექტემბრის ჩათვლით. მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ძირითადი სიას (პირველი ასეული) უნდა გამოცხადდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401  17, 18, 19 სექტემბერს შემდეგი განრიგით. გამოუცხადებლობის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს შეავსებს კანდიდატი დამატებითი სიიდან რეიტინგის მიხედვით.   მათთან ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 22 და 23 სექტემბერს.  დამატებითი სიის განრიგი დაიდება 19 სექტემბერს 18:00 საათზე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

ხელშეკრულების გაფორმებისთვის სტუდენტობის კანდიდატებმა აუცილებლად თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა.

ბანერები