ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლის სამაგისტრო გამოცდების შედეგები

განცხადებები

წარმოგიდგენთ სამართლის სკოლის სამაგისტრო გამოცდების შედეგებს

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში  2013 წლის 10 სექტემბრიდან 12  სექტემბრის  ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე,  (მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401).

უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2013 წლის 12 სექტემბერს დღის ბოლოს განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა  შეფასებები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, დაიწყება 2013 წლის 13 სექტემბრიდან და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით, (ძირითადი სია 13, 14, 15 სექტემბერი, დამატებითი სია - 16, 17, 18 სექტემბერი) ყოველდღე  10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მის:ჭავჭავაძის 32,  ოთახი A401.მაგისტრანტობის კანდიდატს  ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე  წარმოდგენილი უნდა ქონდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ის მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც დადგენილი ვადაში არ გამოცხადდებიან უნივერსიტეტში და არ გაივლიან რეგისტრაციას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ჩარიცხულ მაგისტრანტთა სია 19 სექტემბერს განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
2 29 46 1

ბანერები