ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლაში მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ

განცხადებები

გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მობილობის წესით გადმოსულმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2014 წლის 26 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე. მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სამართლის სკოლის დასახელება, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება:

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2014 წლის 1-ლი აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, გრანტის, სასწავლო პროგრამის დასახელების, სწავლის საფასურის ოდენობისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
 
აქვე გაცნობებთ, რომ მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2014 წლის 5 სექტემბერს A407 ოთახში 15 საათზე (მის.ჭავჭავაძის გამზირი N32), ხოლო ინგლისურის პრეტესტი ჩატარდება A305 ოთახში 17 საათზე. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტი დაკარგავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მობილობის წესით გადმოსვლის შესაძლებლობას.

ბანერები