ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამართლის სკოლა - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“.

განცხადებები

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ”საქართველო”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან და სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებათა დაცვის ცენტრთან  თანამშრომლობით, აწყობს სამართლის სკოლას - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“. სკოლა იფუნქციონირებს პროექტების ციკლის - „ელსა შეუზღუდავი უფლებებისა და შესაძლებლობებისთვის“ - ფარგლებში.

პროექტის მიზანია:

1. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება შშმ პირთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობით;
2. ახალგაზრდა იურისტთა ცოდნის გაღრმავება საერთაშორისო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი სტანდარტების შესახებ, საქართველოში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და განვითარების მიზნით;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტური სოციალიზაციისა და ახალგაზრდებთან ინტერაქციის ხელშეწყობა.

სამართლის სკოლის ლექციები, რომელთაც წარუძღვებიან სპეციალისტები და პრაქტიკოსი იურისტები, გაიმართება 13-20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს, რომლებიც შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, არაუგვიანეს 12 მაისისა (18:00 საათამდე) შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: 

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა როგორც ასოციაციის წევრებისათვის, ისე გარეშე პირებისთვის!

სამართლის სკოლის თითოეული მოსწავლე მიიღებს სწავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო პირი: მარიამ გრიგალაშვილი,  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, საქართველოს სემინარებისა და კონფერენციების დეპარტმანეტის წევრი
ტელ: (+995) 555 42 38 78; ელ.ფოსტა: sc@elsa.ge;  ვებ: www.elsa.ge

ბანერები