ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამაგისტრო ხელშეკრულების გაფორმება - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

განცხადებები

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმება მოხდება:

1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 17-18 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2014 წლის 19-20 სექტემბერი, 10 დან 18:00 საათამდე (E 207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)
შენიშვნა: ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები იხილეთ ბმულზე

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 17-18 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის 19-20 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014- 2015  სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2014  წლის 13 ოქტომბერს. 

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ტელ.: 2231018 / 2220648 graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები